პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დრომ დაადასტურა, რომ ყველაზე ღირებული დივიდენდი მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს.
ბევრი ჭკუის მასწავლებლის და მავნე მრჩევლის შემყურეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე მეტად და ჩვენზე კარგად ჩვენს ქვეყანაზე ვერავინ იზრუნებს. ეს არის სუვერენიტეტის იდეა და მიზანი”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ამასთან, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.