ზუგდიდში იუსტიციის სახლის დასავლეთ რეგიონის სატელეფონო ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, ისე სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებლებს და სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

სატელეფონო ცენტრის მომსახურებით, ყოველ თვე 100 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

ახალი სატელეფონო ცენტრის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ვახტანგ ჟვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები