ლიბერთი ბიზნესისთვის – თანამედროვე ელექტრონული კომერციის სერვისი ბიზნესს

ლიბერთი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მასშტაბით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს სთავაზობს სრულფასოვან ელექტრონული კომერციის სერვისს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ვებგვერდსა თუ მობილურ აპლიკაციაში მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ ონლაინ გადააახადები Visa და Mastercard-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათებით.

სერვისის ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს:

• ერთჯერად გადახდებს;

• პრეავტორიზაციას;

• ბარათის დამახსოვრებას;

• Apple Pay და Google Pay ელექტრონული საფულით გადახდას;

• რეკურენტულ გადახდებს Apple Pay და Google Pay-ის საშუალებით;

• გადახდის გაუქმებას (რეფანდი/რევერსალი).

სისტემა უზრუნველყოფილია 3D Secure დაცვის ტექნოლოგიით, რაც გარანტიას იძლევა ტრანზაქციების უმაღლეს უსაფრთხოებაზე. მარტივი ინტეგრაცია, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და მრავალფუნქციური შესაძლებლობები ბიზნესს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში დაიწყოს ონლაინ გადახდების მიღება.

ლიბერთი მერჩანტებსა და პარტნიორებს სთავაზობს ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს მარტივსა და სწრაფს ხდის. ამისთვის სპეციალურად შექმნილია ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://libertypayments.ge/e-commerce

ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური ანგარიშგება ტრანზაქციებზე და უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალი კლიენტების მოზიდვაში, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებასა და მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

„ლიბერთი აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას და მათ კონკურენტუნარიანობის ზრდას. ელექტრონული კომერციის სერვისის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან დღეს მომხმარებლებს სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა ესაჭიროებათ. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ბიზნესს ჰქონდეს მარტივი ინტეგრაციისა და მრავალფუნქციური გადაწყვეტის საშუალება, რომელიც მის საჭიროებებს სრულად მოერგება,“ – დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

ლიბერთის ელ.კომერციაში ჩასართავად შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://libertypayments.ge/application/create/ecomerce ხოლო ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად – https://libertybusiness.ge/.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები