ლევან ნიკოლეიშვილი – ზელენსკიზე: საინტერესოა, ამ ვიგინდარას საქართველოში რისი დაკარგვა აღელვებს, როცა თავისი ტერიტორიები კი არ აქვს მხოლოდ დაკარგული, ქალაქები და სოფლებია განადგურებული, უამრავი ხალხი დახოცილი

საინტერესოა, ამ  ნაბიჭვარსა და ვიგინდარას საქართველოში  რისი დაკარგვა აღელვებს, როცა თავის ტერიტორიები კი არა აქვს მხოლოდ დაკარგული, ქალაქები და სოფლებია განადგურებული და უამრავი ხალხი დახოცილი, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

ნიკოლეიშვილი ასევე ინტერესდება, საქართველოსთან მიმართებით, ადამიანის რომელ უფლებებზე საუბრობს ზელენსკი, როდესაც უკრაინელების ნაწილი ან ქვეყნიდან გაქცეულია, ან ქუჩიდან ძალით იტაცებენ საზარბაზნე ხორცად შესაწირად.

„საინტერესოა, ამ  ნაბიჭვარსა და ვიგინდარას საქართველოში  რისი დაკარგვა აღელვებს, როცა თავის ტერიტორიები კი არა აქვს მხოლოდ დაკარგული, ქალაქები და სოფლებია განადგურებული და უამრავი ხალხი დახოცილი. ადამიანის რომელ უფლებებზე საუბრობს საერთოდ, როდესაც უკრაინელების ნაწილი ან ქვეყნიდან გაქცეულია, ან ძალით ქუჩიდან იტაცებენ ჯარში წასაყვანად, საზარბაზნე ხორცად შესაწირავად. ეს რომელ ევროპულ ბუნებაში ჯდება, საკუთარი ხალხის სისხლის ფასად თავად და მისი ჩინოვნიკები რომ მილიარდერები გახდნენ, ამიტომაც არ თანხმდება ომის დასრულებას.  ვიგინდარა ზელენსკის საქმე იმაზე მეტად გაშიფრულია, ვიდრე მას წარმოუდგენია – სანამ ევროპელი უფროსები უბრძანებენ, კიდეც „იომებს“, ტერიტორიებსაც დაკარგავს, კიდევ მეტ უკრაინელებს ჩახოცავს, პარალელურად ნარკოტიკების მიღების დოზიდან დოზამდე  თუ დრო ექნება, ისევ პატრონების ბრძანებით საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს  გაკრიტიკებს, მაგრამ როდემდე და სანამდე აი ეს არის საკითხავი. ალბათ მანამდე სანამ მას, როგორც უსარგებლოს და ნახმარს, თავად არ გაისვრიან სანაგვეზე, ვეჭვობ რომ ეს პოლიტიკური სანაგვე არ იქნება მხოლოდ…“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები