დავით ჩიხელიძე: საერთაშორისო მასშტაბის ჯამბაზი და თაღლითი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ომში ჩააბა უკრაინა, დაკარგა ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი გააუბედურა იმის ნაცვლად, რომ საკუთარ შეცდომებზე აგოს პასუხი, ცდილობს საკუთარი მარცხი სხვისი დისკრედიტაციით გადაფაროს
საერთაშორისო მასშტაბის ჯამბაზი და თაღლითი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ომში ჩააბა უკრაინა, დაკარგა ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი გააუბედურა (არაფერს ვამბობ ათობით ათას დაღუპულზე) იმის ნაცვლად, რომ საკუთარ შეცდომებზე აგოს პასუხი, დღეს ცდილობს, საკუთარი მარცხი სხვისი დისკრედიტაციით გადაფაროს, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო ევროპისთვის უკვე დაკარგულია.
ჩიხელიძის განცხადებით, ზელენსკისთვის უკრაინის ნგრევა საკმარისი აღარ არის და მას სურს ახლა საქართველო ჩაითრიოს ომში, რათა მისი გამოყენებით საკუთარი ძალაუფლება გადაარჩინოს.
„საერთაშორისო მასშტაბის ჯამბაზი და თაღლითი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ომში ჩააბა უკრაინა, დაკარგა ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი გააუბედურა (არაფერს ვამბობ ათობით ათას დაღუპულზე) იმის ნაცვლად, რომ საკუთარ შეცდომებზე აგოს პასუხი, დღეს ცდილობს, საკუთარი მარცხი სხვისი დისკრედიტაციით გადაფაროს.
თქვა, რომ „ევროპაში საქართველო დავკარგეთ“ – არის აბსურდი. ევროპას საქართველო არ დაუკარგავს და ვერასდროს დაკარგავს. საქართველო აგრძელებს ევროპულ გზას და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ანგარიში. თუ ვინმეს საქართველოს დემოკრატიაზე ლექციის წაკითხვის უფლება არ აქვს, ეს პირველ რიგში სწორედ ზელენსკია – ლიდერი, რომლის მმართველობა დიქტატურის ყველა ნიშანს ატარებს: არჩევნები აღარ ტარდება, ოპოზიცია დევნილია, მედია გაკონტროლებულია, კორუფცია ფრთებ გაშლილი და ა.შ.
დღეს მისთვის საკმარისი აღარ არის საკუთარი ქვეყნის ნგრევა. ახლა საქართველოს ჩათრევას ცდილობს ომში, რათა ჩვენი ქვეყანაც თავისი მარცხის მძევლად აქციოს. ზელენსკისთვის საქართველო არ არის მეგობარი და პარტნიორი – მისთვის საქართველო არის ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც საკუთარ ძალაუფლებას გადაარჩენს.
პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინც ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და ჩვენს ქვეყანას „დაკარგულად“ აცხადებს, ის არა საქართველოს მეგობარი, არამედ მტერია. ზელენსკის მსგავსი ფარისეველი ლიდერები ვერ შეცვლიან ერთ სიმართლეს – საქართველო ევროპისთვის არის და იქნება ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ პატარა ქვეყანამ შეიძლება დაიცვას თავისუფლება და ევროპული არჩევანი, მაშინ როცა სხვები საკუთარ ხალხს იმავე თავისუფლებას ართმევენ“, – წერს ჩიხელიძე.