“მოლოტოვის კოქტეილის” კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა; ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა ან თუნდაც მისგან გამიჯვნა” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა ან თუნდაც მისგან გამიჯვნა.
ნებისმიერ სხვა განცხადებამდე, ჯერ ამ ვალის გადახდაა საჭირო”, – წერს პაპუაშვილი.