ლოტკინზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა – მას სხეულის 48% აქვს დამწვარი

ექიმ გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ლოტკინზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

“დაახლოებით დამწვარი აქვს სხეულის 48% – სახე, ზემო კიდურები, გულმკერდი და ზურგის ნაწილი. მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანებები. მდგომარეობა არის სერიოზული”, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

გვიან ღამით ლოტკინზე საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი არის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები