„ხელისუფლებამ რუსეთის შესაჩერებლად შეკავების მექანიზმები უნდა გამოიყენოს“

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შეაფასა. ქუთელიამ აღნიშნულ დოკუმენტს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის გაგრძელება და მორიგი ანექსია უწოდა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა რაც რუსეთის მხრიდან არსებობს.
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულებას საერთაშორისო სამართლებრივი დატვირთვა არ ექნება. საერთაშორისო სამართლით, ამ ხელშეკრულების ფასი ნულზე დაბალია. საფრთხე კი აშკარაა. ეს საქართველოს ტეროტორიების შემდგომი ანექსიის კიდევ ერთი ნაბიჯს და ოკუპაციის გაგრძელდებას ნიშნავს. ანექსიის შედეგები კი საქართველოს უსაფრთხოებისა და გამოწვევებისთვის შესაძლოა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი რეგიონული უსაფრთხოებისთვისაც სერიოზული საფრთხეა. მართალია, ცივილიზებული სამყაროს რეაგირებამ რუსეთი გარკვეულ იზოლაციაში მოაქცია, თუმცა, ამ იზოლაციას რუსეთის განზრახვაზე საქართველოსთან მიმართებაში გავლენა არ მოუხდენია“- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ე.წ. შეკავების მექანიზმები უნდა გამოიყენოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოახდინოს.
„ რუსეთის აგრესიული რევანშიზმის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ე.წ. შეკავების მექანიზმების გამოყენებაა. შეკავების მექანიზმი კი ზოგადად რამდენიმე ფაქტორისგან შედგება. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პირველი და მთავარი ფაქტორია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება; გარკვეული სცენარებისთვის წინასწარ მზადყოფნა და არა პოსტ ფაქტუმ რეაგირება; სავარაუდო სცენარის გათვლა და ოპერატიული რეაგირების მექანიზმის არსებობა“- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები