Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაციამ თებერვალში, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ერთგულია ირანის მიმართ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის დაბრუნების იდეისადმი და მომავალ ადმინისტრაციას შეუძლია თებერვალში თეირანის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი პაკეტი შემოიღოს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„მსხვილი სანქციების პაკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს ნავთობის ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშეებზე, შეიძლება მიღებულ იქნას თებერვლის დასაწყისში“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სანქციების მომზადების სტრატეგიის ფარგლებში, ტრამპის გუნდი ასევე განიხილავს ვარიანტებს ვენესუელასთან დაკავშირებით.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განაცხადა, რომ ირანი ღიაა მოლაპარაკებებისთვის დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან, რომელმაც მოიგო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მაგრამ მაქსიმალური წნეხის ქვეშაც არ წავა დათმობებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები