ვინც ძალადობის შესახებ ინფორმაციას დამალავს, დაისჯება

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ხვალ იკრიბება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი ძალადობის მიმართულებით არსებულ პრობლემებს განიხილავს და საკანონმდებლო რეგულაციებზეც იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წავრმა თამარ კორძაიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროებლემის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მხრიდან „ჩუმი სოლიდარობაა“.
„კანონმდებლობა ქალთა მიმართ უფრო მგრძნობიარე უნდა იყოს. სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე გარშემომყოფთა სიჩუმე ძალადობის წახალისებაა. ამიტომ, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს, მსგავსი ტიპის რეგულაციებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, მასწავლებელი, რომელმაც იცის, რომ მის მოსწავლეს იძულებით აქორწინებენ, ვალდებულია, ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდოს. ასევე, ვალდებულება ყველა იმ პირს ეკისრება, რომელიც ძალადობის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა სიჩუმეს ამჯობინებს.“
თამარ კორძაიას განმარტებით, საქართველოს პარლამენტი იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაციაზეც მუშაობს, რის შემდეგაც იძულებითი ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
პარლამენტის წევრმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციელთა პასუხისმგებლობის შესახებაცისაუბრა. მისი თქმით, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა პოლიციელებმა მსხვერპლის მოძალადისგან დაცვა ვერ მოახერხეს.
„მოქალაქეს პოლიციელისგან დაცვის გარანტიები უნდა ჰქონდეს. პოლიცია იმისთვის მჭირდება, დამიცვას, როცა მიჭირს. არის შემთხვევები, როცა პოლიციამ ვერ მოახერხა ძალადობის მსხვერპლის დაცვა. ასევე, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი პოლიციელების დამოკიდებულების შესაცვლელად. ოჯახში ძალადობა არ ნიშნავს მხოლოდ ძალადობას მხოლოდ ქალზე, ეს არის ძალადობა ყველა იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ისეთ ოჯახში იზრდება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები