ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 400-ზე მეტია

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 400-ს გადასცდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 1 411 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 000-ზე მეტი დაშავდა. სტიქიამ ასევე დაანგრია 5 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

სამაშველო ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ნანგრევებში გადარჩენილთა ძიებას.

რეგიონში, განსაკუთრებით მთიან და მიუვალ ადგილებში, წვდომა შეზღუდულია, რის გამოც ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

თალიბანის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება მოითხოვა.

მედიის ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები დახმარებას უკვე ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები