რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში დაახლოებით 10 ტონა ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა,- ამის შესახებ ინფორმაციას, „РБК უკრაინა“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაახლოებით 350 კვადრატული კილომეტრის ფართობის მასა ოკუპირებული ყირიმისკენ მიემართება.
„ნოვოროსიისკთან ახლოს გაჟონვის შედეგად შავ ზღვაში ნავთობის დაღვრის არეალი, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 350 კვადრატული კილომეტრია. ნავთობპროდუქტების მინიმალური შეფასება 10 ტონას აღემატება“, – ნათქვამია ანგარიშში.
გაჟონვა 29 აგვისტოს ნოვოროსიისკის პორტში ტანკერის მონაწილეობით სატვირთო ოპერაციის დროს მოხდა. ინციდენტის შემდეგ, კასპიის მილსადენების კონსორციუმმა (CPC) თავის საზღვაო ტერმინალში არსებული სამი სამაგრი მოწყობილობიდან ერთ-ერთი გამორთო.
ადგილობრივი ეკოლოგების შეფასებით, ნავთობის დაღვრა საფრთხეს უქმნის ზღვის ეკოსისტემას და შესაძლოა ზიანი მიადგეს როგორც ფლორას, ისე ფაუნას.