1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აგვისტოსთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6981, ევრო – 3.1530, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.6486 ლარი ეღირება.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6968, ევრო – 3.1507, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.6525 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 აგვისტოს ამოქმედდება.