“ქართველები არავის სათამაშოები არ გავხდებით; ვინც სათამაშოები არიან – როგორც პოლიტიკოსები, ისე ახალგაზრდობა, ვთხოვ, დაუფიქრდნენ ამას” – მეუფე იაკობი
“ქართველები არავის სათამაშოები არ გავხდებით. ვინც სათამაშოები არიან – როგორც პოლიტიკოსები, ისე ახალგაზრდობა, ვთხოვ, დაუფიქრდნენ ამას. ღმერთი არ უნდა მივატოვოთ”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგა.
„დღეს სამწუხაროდ ევროპარლამენტი, თუ ადამიანები, რომლებიც რაღაც არასწორს ითხოვენ ჩვენგან, კანონების გაუქმებას, თუ სხვას, მახსენებენ ბოლშევიკებს. ძლიერ იმპერიებთან რატომ მინდა ურთიერთობა – იმიტომ, რომ ჩემი თვითმყოფადობა დავიცვა და დანარჩენში, ზოგადსაკაცობრიო რაც არის, ერთად ვიღვაწოთ, მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ.
ქართველები არავის სათამაშოები არ გავხდებით. ვინც სათამაშოები არიან პოლიტიკოსები, ისე ახალგაზრდობა, ვთხოვ დაუფიქრდნენ ამას. ღმერთი არ უნდა მივატოვოთ და წინაპრებისგან მოტანილი საქართველო უნდა გადავცეთ ამ ლამაზ ახალგაზრდობას“, – აღნიშნა მეუფემ.