საქსტატი: 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.8 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო
2025 წლის II კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 422 გემი, რომელთა 50.5 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.2
პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 15.6 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. ინფორმაციას, საქსტატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს
ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.8 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49.0 პროცენტით მეტი – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 38.9 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 31.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
,,2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი — თურქეთის, 10.9 პროცენტი —
მალტის, 7.1 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 17.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51.8 პროცენტს შეადგენდა.
2025 წლის II კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024.1 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.7 პროცენტი — თხევადი, ხოლო 17.2 პროცენტი — ნაყარი ტვირთი”,- წერია ინფორმაციაში.