საქსტატი: 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურნენ

2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურნენ, რაც 17.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღეს 1.1 მლნ. მგზავრი (17.4 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მლნ. მგზავრი (18.1 პროცენტით მეტი). ინფორმაციას, საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

,,2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2025 წლის II კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა
იყო, ხოლო 7.8 პროცენტი — გაგზავნილი.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე “,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები