როდემდე შეეძლებათ მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მონაწილეებს სააპელაციო განაცხადების შევსება – naec-ი ინფორმაციას ავრცელებს
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის მონაწილეებს სააპელაციო განაცხადების შევსება 14 აგვისტოს 10:00 საათიდან, 18 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
ამის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“საპრეტენზიო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას)”, – წერია ინფორმაციაში.