სახალხო დამცველი ისრაელის ომბუდსმენს შეხვდა
2025 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ისრაელის ომბუდსმენს მათანიაჰუ ენგლმანს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანმა სტუმარს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა იმ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, რომელთა დაძლევასაც, სახალხო დამცველის შეხედულებით, პრიორიტეტულად უნდა მიექცეს ყურადღება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება და ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.