სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ მუშევანში, შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას, ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილების უფროსთან, გიორგი სიკინჭალაშვილთან, ერთად სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 275 000 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.