აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხედვების გაზიარება დარგის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა
მომავლი საქმიანობის გეგმები.

მინისტრმა დაათვალიერა დაბა ჩაქვში ციტრუსის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულა ქობულეთის
მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა.

,,ჩვენ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს და დავიწყებთ მუშაობას 2026 წლის პროგრამების შემუშავებაზე, მოხდება ყველა მნიშვნელოვანი
მიმართულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ასახული იქნება მომავალი წლის პროექტებში”-
განაცხადა შეხვედრისას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრებს მინისტრის მოადგილეები, აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები და აგრარული
განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები