ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს სოფელ ვედრებაში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

“პროექტის ფარგლებში მოეწყობა 274 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარი, რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტბეტონის მეორე ფენისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები