„უთხარით ყალბ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანს „არაფერს არ შესთავაზებს“.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„უთხარით ყალბ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მილიარდობით დოლარი გადაუხადა მათ იმ სულელური ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა (და რომელიც ახლა ვადაგასულიც კი იქნებოდა!), არც კი ვსაუბრობ მათთან, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.