აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მთელ მსოფლიოში საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ მოქალაქეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა გამოიწვია. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.