ვატო შაქარიშვილი: „დიფ სთეითი“ არ განსაზღვრავს პოლიტიკას, პოლიტიკა განისაზღვრება სწორედ ამ ოლიგარქიული ოჯახების მიერ
„დიფ სთეითი“ არ განსაზღვრავს პოლიტიკას. პოლიტიკა განისაზღვრება სწორედ ამ ოლიგარქიული ოჯახების მიერ,“- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა „იმედის კვირაში“ მსოფლიოზე „დიფ სთეითის“ – ოლიგარქიული ოჯახების ერთობის გავლენისა და მათი ინტერესების თემაზე საუბრისას განაცხადა,
„ისინი არ განსაზღვრავენ პოლიტიკას. პოლიტიკა განისაზღვრება სწორედ ამ ოლიგარქიული ოჯახების მიერ. ეს მოდელი დანერგეს ევროპაშიც და დაიქვემდებარეს მთლიანად ევროპული პოლიტიკა, ლგბტ იდეოლოგიის გაბატონება და ამ იდეოლოგიით ტრადიციული რელიგიების ჩანაცვლება, უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა. მუშაობდნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების მთლიანად მოშლა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შეფერხება, ეროვნული იდენტობის მოშლა იმისთვის, რომ შემდგომში მათი კონტროლი და გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის ყოფილიყო მარტივი“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის.
„ამაზე იყო სწორედ ბრძოლა ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველომ უარი თქვა სხვისი ინტერესების გატარებაზე საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ამიტომ იყო ის უპრეცედენტოდ მასშტაბური შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე და . უნდა ითქვას, რომ ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.