ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა (დამატებითი პროგრამა მათემატიკა). დიმიტრი სწავლის პერიოდში ასევე გახლდათ სტუდენტ-ასისტენტი, რამაც ხელი შეუწყო მისი პრაქტიკული უნარების განვითარებას. KIU-ში სწავლისას სტაჟირება გაიარა გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში.
„KIU-ში სწავლის პერიოდში სტაჟირება გავიარე გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში, პროფესორ ჰანო შარისა და KIU-ს პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით. ეს იყო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი და ღირებული გამოცდილება, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ ხედვებზე და საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება, კარიერული გზა სწორედ გერმანიაში გამეგრძელებინა“, – აცხადებს დიმიტრი იოსებაძე.
მისივე ინფორმაციით, სწავლის დასრულების შემდეგ შეთავაზება მიიღო Amazon-ის ბერლინის ოფისიდან და შეუერთდა Amazon Simple Storage Service-ის ჯგუფს, სადაც აპროექტებს და ავითარებს სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მათზე წვდომას.
„მიხარია, რომ დღესაც ვაგრძელებ თანამშრომლობას KIU-თან. პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართული ვარ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირებას კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სასწავლო პროგრამაში”, განაცხადა დიმიტრი იოსებაძემ.
KIU-ს დასრულების შემდეგ დიმიტრი ასევე დასაქმებული იყო საბანკო სექტორში, სადაც Java Spring-ზე დაფუძნებულ, ფინანსური სერვისების განვითარებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობდა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოირჩევიან როგორც აკადემიური წარმატებით, ისე სტუდენტური აქტივობითაც. KIU ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციური გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა ექსტრაკურიკულურ აქტივობაში – ჰაკათონებში, ვორქშოპებში, კვლევით თუ ინოვაციურ პროექტებში“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.