საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაცნობას,- ამის შესახებ ინფორმაციას, საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე-იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი-ლევან ძნელაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ,
გამართულ პრეზენტაციებზე ახალგაზრდებს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სტაჟირების მოთხოვნების, ეტაპებისა და პროცედურების შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს განუმარტეს პროგრამის მნიშვნელობა საგამოძიებო სამსახურში მათი დასაქმების და კარიერული ზრდის პერსპექტივისთვის.