საქართველოში ისრაელის საელჩო: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც

,,საქართველოში ისრაელის საელჩო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დაკეტილია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურება.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია და საკონსულო მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი. განახლებებისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები