პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს
პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.