ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედოვნებს, ირანი გააგრძელებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
„ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული ბომბი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ“, – განუცხადა მან Fox News-ს.
შეგახსენებთ, ისრაელში რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.