ისრაელის დარტყმების შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა

ისრაელის დარტყმების შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, დაიღუპნენ ბირთვულ საკითხში მეცნიერები ფერეიდუნ აბასი-დავანი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი.

ირანის სახელმწიფო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები