სოზარ სუბარი – თვითმმართველობის არჩევნებზე: აქტივობა იქნება მაღალი – ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნებზე აქტივობა ძალიან მაღალი იქნება.

„ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, მივა ქართველი ხალხი, დარწმუნებული იყავით რომ აქტივობა იქნება მაღალი. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კიდევ ერთხელ გაწბილდებიან“, – აღნიშნა სუბარმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები