სუბარი: იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორი წარმოდგენების გამო ქუჩაში გამოდიან, მინდა შევახსენო რასაც ვეუბნებოდით მრავალი თვის წინ, რომ ლიდერები მათ გაწირავდნენ, ჩაადენინებდნენ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება
არჩევნები მოდის და ბუნებრივია, მასთან ერთად ოპოზიციის უცხოელი პატრონების რიტორიკა ისევ იმ კალაპოტში ჩაჯდა, რაც არის ხოლმე არჩევნების წინ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
სოზარ სუბარმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ისევ სურს არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს.
„უნდათ არჩევნების წინ სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბონ. მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ცდებიან და არასწორი წარმოდგენების გამო ქუჩაში გამოდიან შევახსენო რასაც ვეუბნებოდით მრავალი წლის წინ, რომ ლიდერები მათ გაწირავდნენ, ჩაადენინებდნენ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ პასუხისმგებლობა მოუწევდათ, ლიდერები და მათი შვილები კი მშვიდად იქნებოდნენ. გინახავთ რომელიმე ლიდერის შვილი, რომელსაც ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ან ფეიერვერკს ისროდა?! სხვებს აქეზებდნენ, თავიანთი ოფისები საწყობად ჰქონდათ გამოყენებული. დღეს ადამიანების რაღაც ნაწილი ყოველ დღე სასამართლოში დადის, ლიდერები და მათი შვილები კი მშვიდად არიან“, – აღნიშნა სუბარმა.