გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 491 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები