“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს” – საგარეო უწყება
“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს, ასევე, ყველა მსხვერპლის ოჯახებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს, ასევე ყველა დაღუპულის – როგორც ინდოეთის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების – ოჯახებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. ამ რთულ დროს თქვენ გვერდით ვართ“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 244 ადამიანი იმყოფებოდა.