ზურაბ ქადაგიძე: რაც დღეს ხდება ელჩებთან დაკავშირებით, არის აგენტოკრატიის არიიდან, სადაც უკვე ვეღარაფერს ახერხებენ ადგილობრივი ფილიალები – „დიფ-სთეითი” და „გლობალური ომის პარტია”

„ელჩთა და დიპლომატიური კორპუსის ამ წარმომადგენლობას ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეიძლება ვუწოდოთ” – განაცხადა მედიასთან საუბარში, პარტია „ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ელჩების და დიპლომატიური კორპუსის გარკვეული წარმომადგენლობა თვლის, რომ ახლა საქართველოში აგენტოკრატიის მობრუნების ბოლო შანსია და სწორედ ამას უკავშირდება მათი გააქტიურება.

„ის, რაც დღეს ხდება ელჩებთან დაკავშირებით აგენტოკრატიის არეადანაა, სადაც უკვე ვეღარაფერს ახერხებენ ადგილობრივი ფილიალები – „დიფ-სთეითი” და „გლობალური ომის პარტია” და წინა პლანზე გამოდიან უშუალოდ კონკრეტული კოორდინატორები – ელჩების სახით.

ელჩთა და დიპლომატიური კორპუსის ამ წარმომადგენლობას ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეიძლება ვუწოდოთ. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ვენის კონვენციასთან, ეტიკეტთან, დიპლომატიასთან და იმ წითელ ხაზებთან, რაც არსებობს სუვერენულ სახელმწიფოსა და კონკრეტული ელჩის წარმდგენ სახელმწიფოს შორის.

რევოლუციის ოთხ ეტაპში, რომელიც საქართველომ გაიარა, მონაწილეობდნენ ელჩები და კოორდინაციას უწევდნენ, ე.წ სამოქალაქო საზოგადოების სახელით ოდიოზურ ჯგუფებს, ფიგურებს, ანტისახელმწიფო და ანტისამთავრობო ორგანიზაციებს.

დღეს რაც ხდება, ჩვეულებრივი ამბავია – გამოვიდნენ გარეთ იმიტომ, რომ ეს არის ბოლო მცდელობა საქართველოში აგენტოკრატიის მობრუნების. მათ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე გავლენის მოპოვებისთვის და თავიანთი ინტერესების გატარების მიზნით კულისებიდან გამოსვლა მოუწიათ. ეს ხდება დღეს, სხვა არაფერი,” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები