შალვა პაპუაშვილი: შანსი ჰქონდა ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯვნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას, ის დადგა სიძულვილის მხარეს

,,ჰქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯვნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას. მან ეს შანსი არ გამოიყენა. შესაბამისად, ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. დღეს, უკვე მოცემულობა არის, რომ ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოშია, ასევე ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება გარედან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ ზიზღის ენა გარედანაა დაფინანსებული.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით იმას თუ ვისგან მოდის ზიზღის კამპანია და მოდის იმ ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, თუ დავაკვირდებით იმას, რომ რეაქცია არის ნული, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან აშკარაა უკვე და ცხადია, რომ ეს ზიზღის კამპანია გამართლებული, წაქეზებული და დაფინანსებული არის გარედან. ამ შემთხვევაში ევროკავშირის საელჩოს, ევროკავშირს წევრი ქვეყნის სხვადასხვა დონორების მხრიდან.

ჰქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯვნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას. მან ეს შანსი არ გამოიყენა. შესაბამისად, ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. დღეს, უკვე მოცემულობა არის, რომ ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოშია, ასევე ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება გარედან, მათ შორის ევროკავშირის საელჩოდან. ახლა ერთადერთი, რასაც უნდა მივაღწიოთ არის ის, რომ მოვითხოვოთ, რომ შეწყდეს ძალადობის და სიძულვილის გამართლება და დაფინანსება ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები