აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყაზახეთის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მალიკ მურზალინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა ელჩს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული გარემო გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.
“შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. თანამშრომლობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.