გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” გრძელდება.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,პროექტის ზაფხულის ფაზა ექსტრემალური სპორტის სახეობით – პარაპლანით ფრენით გაიხსნა.
პარაპლანით თბილისის ზღვას გორელებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც გადაუფრინეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ომის ვეტერანებმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. მათმა რაოდენობამ 50 – ს გადააჭარბა.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30 – ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები