ავთანდილ გულიკაშვილმა სოფელ უჯარმაში, შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ უჯარმაში, შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

,,მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
სოფელ უჯარმაში, ეკლესიის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 609 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები