სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1179 გრძ. მეტრი ასფალტბეტონის საფარის დაგება გზის 2 მონაკვეთზე, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
ამ ეტაპზე ხორციელდება მიწის ვაკისის, საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″,- ნათქვამია ინფორმაციაში.