გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის „ჩემი სოფლის ორნამენტი“ ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების – ხის ნაკეთობების გამოფენა – გაყიდვა მოაწყვეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის „ჩემი სოფლის ორნამენტი“ ფარგლებში, მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების – ხის ნაკეთობების გამოფენა – გაყიდვა მოაწყვეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
,,ღონისძიება სასწავლო – შემოქმედებითი კონფერენციით დაიხურა, რომელშიც მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
სასწავლო პროცესში სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის 30 -მდე მოსწავლე იყო ჩართული. ისინი ხეზე კვეთას 5 თვის განმავლობაში სწავლობდნენ.
პროექტი ახალდაბის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს დასაქმებაში დაეხმარება.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება”,- წერია ინფორმაციაში.