გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გამწვანების აქციაში ჩაერთო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან ელენე ღუბიანურთან ერთად, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქობულეთის სატყეო, თიკერის უბანში, 100 ძირი ფიჭვის ხე დაირგო, დეგრადირებული ტყის ხელოვნურად აღდგენა-განახლების ღონისძიების ფარგლებში.

“სიმბოლური აქციის მიზანია, გარემოს დაცვითი ცნობიერების გაზრდა. ტყის აღდგენა, ეკოსისტემის გაუმჯობესება. გამწვანების აქციაში ასევე ჩართული იყვნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ნადიმ ვარშანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია რომანაძე. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების ფარგლები მინისტრმა „ტყის მოვლა-აღდგენა და დაცვაში შეტანილი წვლილისათვის” მადლობის სიგელი გადასცა მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსს რეზო ვასაძეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინიციატივით, მტირალას ეროვნულ პარკში მოსწავლეებისთვის მოეწყო ლაშქრობა და მცირე ლექცია თემაზე “პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა”,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები