ბორის პისტორიუსი: ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით,
ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება.
„ვფიქრობ, რომ ნატომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად უნდა იყო გაცხადებული, რომ რუსეთი მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება. ამავდროულად, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: საკმარისი იქნება თუ არა ახალი სამხედრო სამსახური მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა პისტორიუსმა.