აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს.
თეთრი სახლის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მოხდა.
ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა არის: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ნაწილობრივი მგზავრობის შეზღუდვების ქვეშ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის, ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.
„პრეზიდენტი ტრამპი ასრულებს თავის დაპირებას, დაიცვას ამერიკელები საშიში უცხოელი აქტორებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოსვლას და ზიანის მიყენებას ისურვებენ“,-აცხადებს თეთრი სახლის სპიკერი აბიგეილ ჯექსონი.
გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის 9 ივნისიდან შევა.