გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები აღმოაჩინეს – ქალაქ კიოლნიდან ევაკუირებულია 20 000 ადამიანი

გერმანიაში, კიოლნის ცენტრის დიდი ნაწილი გადაიკეტა, რადგან ექსპერტები 80 წლის წინ დასრულებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი სამი ბომბის გაუნებელყოფისთვის ემზადებოდნენ,- ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სახიფათო ზონიდან ევაკუირებულია 58 სასტუმროს, მერიის, სარკინიგზო სადგურის, მუზეუმების, სკოლების, ერთი საავადმყოფოს და ორი მოხუცებულთა თავშესაფრის პერსონალი.

ქალაქში განმუხტვის ოპერაცია, რომლის დროსაც 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი იქ ჩატარებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები