შინაგან საქმეთა მინისტრი: გპირდებით, ყოველთვის ვიქნები თითოეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი

“გპირდებით – როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი – ყოველთვის ვიქნები თითოეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმსახურობ! გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, მხნეობას და ძალას – იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უსაფრთხო და ძლიერი იყოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები