გელა გელაძე პოლიციელებს: მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელებს მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს.
სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.