ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანი გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.