კიტ კელოგი – მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის უგუნური კომენტარია
მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება სამწუხარო და უგუნური კომენტარია,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.
მედვედევმა განაცხადა, რომ მან ერთი ნამდვილად ცუდი რამ იცის და ეს მესამე მსოფლიო ომია.
“მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და მკვლელობების დასასრულებლად. ველოდებით მემორანდუმის მიღებას. ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი”,- წერს კელოგი სოციალურ ქსელში.