ისრაელმა მთელი ღაზას სექტორის დაკავებისა და ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით დარჩენის გეგმა დაამტკიცა,- ამის შესახებ ორმა ისრაელელმა, ოფიციალურმა პირმა ანონიმურად განაცხადა.
მათი ცნობით, ეს გეგმა მნიშვნელოვნად გააფართოებს ისრაელის ოპერაციებს პალესტინის ტერიტორიაზე და, სავარაუდოდ, მკაცრ საერთაშორისო წინააღმდეგობას გამოიწვევს.
ისრაელის კაბინეტის მინისტრებმა გეგმა დღეს გამართული კენჭისყრით დაამტკიცეს, მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ არმია ათიათასობით სარეზერვო ჯარისკაცს იძახებდა.
ახალი გეგმა, რომელიც, ოფიციალური პირების თქმით, ისრაელს ჰამასის დამარცხებისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების საომარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, ასევე ასობით ათას პალესტინელს ღაზის სამხრეთით გადაიყვანს, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს გაამწვავებს.